ელექტროენერგიის გაიაფების მოთხოვნით ერევნის გარდა საპროტესტო აქციები სომხეთის კიდევ ოთხ ქალაქში - გიუმრიში, ვანაძორში, აშტარაკსა და აბოვიანში იმართება. ამის შესახებ "არმენია თუდეი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადამიანები კვლავ იმყოფებიან ერევნის ცენტრში, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასია. იგეგმება, რომ საპროტესტო აქციები უცხოეთში სომხეთის საელჩოებთანაც გაიმართება.
ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ სომხეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა კომისიამ უარი განაცხადა ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის გადახედვაზე.
სომხეთის დედაქალაქში ელექტროენერგიის გაიაფების მოთხოვნით მასშტაბური აქციები 19 ივნისიდან მიმდინარეობს.