ნატო რუსეთის ბირთვულ საქმიანობასა და მის შედეგებს გულდასმით შეისწავლის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ გულდასმით შევისწავლით რუსეთის ბირთვულ საქმიანობას და ბირთვულ რიტორიკას. ბირთვული საკითხები ძალიან სერიოზულია, ამიტომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ეს ძალიან ფრთხილად განიხილოს გამჭვირვალე სახით. ბირთვული საქმიანობა, რუსეთის ინვესტიციები ახალ ბირთვულ შესაძლებლობებში, ასევე წვრთნები, რომლებსაც რუსეთი ატარებს ბირთვულ სფეროში - ეს არის ნაწილი იმ ფართო სურათისა, რომელშიც რუსეთი დაჟინებით იქცევა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთის ქმედებები გაუმართლებელია, მადესტაბილიზებელია და ამიტომ საჭიროა იმის შეფასება, რასაც რუსეთი აკეთებს.