ზოლებიანი აფთრის ლეში დღეს, ზოოპარკის ტერიტორიაზე, გაწმენდითი სამუშაოების დროს იპოვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზოოპარკის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, დღეს გაიწმინდა იმ ვოლიერის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შესაძლოა დაკარგული ვეფხვი ყოფილიყო, მაგრამ იქ ვეფხვი არ აღმოჩნდა. თუმცა იპოვნეს ზოლებიანი აფთარის ლეში, რომელსაც ამ დრომდე ეძებდნენ.