ორი დღის წინ ბრიტანულმა ვებ-გვერდმა “LuckyVoice” ერთი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოცემის მკითხველებს უნდა დაესახელებინათ იმ მომღერლის ვინაობა რომელთან ერთად დუეტში რომელიმე კომპოზიციას შეასრულებდნენ.
ამ ინტერაქტივში სამი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ის ქალებსა და მამაკაცებს შორის ცალ-ცალკე ჩატარდა.
საერთო გამოკითხვის შედეგად პირველი ადგილი ხმების უდიდესი რაოდენობით ამერიკელმა მომღერალმა ქეთი პერიმ დაიკავა. მისმა წარმატებამ ბრიტანელ ჟურნალისტებს შორის დიდი გაკვირვება გამოიწვია. ყველა ელოდა რომ გამოკითხვაში ჯასტინ ბიბერი ან ჯასტინ ტიმბერლეიკი გაიმარჯვებდა.
ბრიტანელმა მანდილოსნებმა მეორე და მესამე ადგილები ჯგუფი “Take That”-ის ვოკალისტ ჰარი ბარლოუსა და “The Killers”-ის წევრ ბრენდონ ფლაუერსს მიაკუთვნეს.
“ნისლიან ალბიონზე” მცხოვრებმა მამაკაცებმა ქეთი პერის შემდეგ ბეიონსე და შაკირა დაასახელეს.