პანაშვიდის დასრულების შემდეგ პატრიარქი ამბიონზე აბრძანდა და ერი დალოცა. ამბიონზე პატრიარქთან ავიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრეზიდენტმა და პრემიერმა მწუხარება გამოთქვეს ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა გამო. პრეზიდენტმა ისურვა, რომ ღმერთმა აცხოვნოს უდანაშაულო სულები.
"დამწუხრებული ვართ, 12 ადამიანი დავკარგეთ. ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მათი სულები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსახურება სიონის ტაძარში უკვე დასრულდა. პატრიარქმა, მთავრობის წევრებმა ტაძარი უკვე დატოვეს.