მოსკოვის ზოოპარკის ადმინისტრაცია თბილისელ კოლეგებს ახალ ბინადრებს გამოუგზავნის

მოსკოვის ზოოპარკის ადმინისტრაცია თბილისელ კოლეგებს ახალ ბინადრებს გამოუგზავნის

სტიქიის შედეგად განადგურებული ზოოპარკის გამო მოსკოვის ზოოპარკი თანაგრძნობას გამოთქვამს და მზად არის, თბილისში დათვი, ჩლიქოსნები ცხოველები და ფრინველები გამოგზავნოს.

როგორც მოსკოვის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა ოლგა ვაინშტოკმა განაცხადა, ისინი მზად არიან სტიქიისაგან განადგურებულ თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები გამოუგზავნონ.

„ძალიან ვწუხვართ მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ ქართველ კოლეგებს და გვესმის, რომ ისინი ახლა ძალიან ცუდ დღეში არიან. საჭიროა შეფასდეს ზოოპარკის მდგომარეობა. ჩვენ გვყავს ბინადრები, რომელიც შეგვიძლია ქართველ კოლეგებს გავუგზავნოთ. ესენია: დათვი, ჩლიქოსნები და ფრინველები. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები უახლოეს მომავალში შეძლებენ სტიქიის შედეგებთან გამკლავებას“, - განაცხადა ოლგა ვაინშტოკმა.

13 ივნისის ღამით მომხდარი სტიქიის გამო ზოოპარკის 600 ბინადრიდან უმეტესობა წყალდიდობას ემსხვერპლა. სრულად განადგირდა ზოოპარკის ტერიტორიაც. სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა,ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.