სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სტიქიის დროს დაღუპულთა სულის საოხად პანაშვიდი და სამშვიდობო პარაკლისი სრულდება.
ტაძარში უკვე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მთავრობის წევრები, მინისტრები, საკრებულოს წარმომადგენლები.
პარაკლისს სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის. სავარაუდოდ, პატრიარქი ტაძარში შეკრებილებთ ქადგებითაც მიმართავს.