ისრაელი საქართველოს იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტების დახმარებას სთავაზობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარ ტრაგედიას მყისიერად გამოეხმაურა ისრაელი.
"ისრაელი გვთავაზობს, იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტების დახმარებას, კერძოდ, მოკლე პერსპექტივაში ზოოპარკის სპეციალისტების მოვლინებას თბილისში - სპეციალური აღჭურვილობით, თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მხეცების უვნებელი ევაკუაციის მიზნით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, თანამშრომლობას თბილისის ზოოპარკის აღდგენის მიზნით", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ცნობით, იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები თბილისში ხვალ ჩამოვლენ.