პანკისის ხეობაში წუხანდელი სპეცოპერაციის დროს დაკავებული ქისტები გაათავისუფლეს. მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანის ბიძაშვილი მერაბ ცათიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება სოფელ ჯოყოლოს იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომლის გათავისუფლების მოთხოვნით, სოფელ დუისის პოლიციის განყოფილებასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
პანკისის ხეობის ოთხ სოფელში, ჯოყოლოში, ბირკიანში, ომალოსა და დუმასტურში სპეცოპერაცია გუშინ დაახლოებით 18:00 საათისთვის ერთდროულად დაიწყო. ადგილობრივების თქმით, მიმდინარეობდა სახლების ჩხრეკა და პირადი ნივთების ამოღება.
სამართალდამცველებმა ჩხრეკა ომარ ალ შიშანის მეგობრის, ჯოყოლა აჭიშვილის სახლშიც ჩაატარეს. პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად, თბილისში მცხოვრები ქისტებიც დაიკითხნენ.
არსებული ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია, ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას უკავშირდება.