რამდენიმე დღის წინ გამოცემა “Rolling Stone”-ს ჟურნალისტი ამერიკელ მომღერალ ბეიონსეს ესაუბრა და მისი მომავალი გეგმებით დაინტერესდა.
აღმოჩნდა რომ რამდენიმე თვეში ბარბადოსული ფესვების მქონე ქალბატონი ახალი სურათის გადაღებაში მონაწილეობას მიიღებს. ფილმის სახელწოდებაა “ვარსკვლავის დაბადება” და მომღერალი მასში მთავარ როლს შეასრულებს. სურათის რეჟისორი ცნობილი მსახიობი კლინტ ისტვუდი იქნება.
ბეიონსე ამ მხატვრული ფილმისათვის საუნდტრეკის ჩაწერასაც აპირებს.
ამის გარდა მიმდინარე წელს მომღერალი ორ სტუდიერ ნამუშევარსაც გამოუშვებს. მისი პროდიუსერი, ჯგუფი “One Republic”-ის ლიდერი რაიან ტედერი ამჟამად შესაბამისი მასალის მოძიებითაა დაკავებული. ახალი ალბომების სახელწოდება და გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია.
ბეიონსეს უკანასკნელი ჩანაწერი “4” გასული წლის ივნისში გამოვიდა. ამ დისკმა დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა.