მადონა საუკეთესოდ აღიარეს

მადონა საუკეთესოდ აღიარეს

ორი დღის წინ მუსიკალურმა ტელეარხმა “VH1”-მა მაყურებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და ბოლო ოცი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ქალი მომღერლის ვინაობა დაადგინა.

ამ გამოკითხვაში ხმების დიდი უპირატესობით ამერიკელმა მომღერალმა მადონამ იმარჯვა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მადონამ შემდეგი შვიდი ალბომი ჩაწერა: “Erotica”, “Bedtime Stories”, “Ray of Light”, “Music”, “American Life”, “Confessions on a Dance Floor” და “Hard Candy”.

ამჟამად მუსიკოსი რიგით მე-12 სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობს. მისი სახელწოდებაა “M.D.N.A.” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის მარტში იხილავს.

ყველაზე წარმატებული ქალ მომღერალთა პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. მადონა

2. მერაია ქერი

3. ბეიონსე

4. ლედი გაგა

5. ადელი

6. უიტნი ჰიუსტონი

7. ჯანეტ ჯექსონი

8. კრისტინა აგილერა

9. მერი ჯეი ბლაჯი

10. პინკი