პოლ მაკარტნი სერიალში “Mad Men” დაპატიჟეს

პოლ მაკარტნი სერიალში “Mad Men” დაპატიჟეს

გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი სერ პოლ მაკარტნი ამერიკულ სერიალში “Mad Men” ეპიზოდური როლის შესასრულებლად მიიპატიჟეს.

დრამატული ტელესერიალი “Mad Men” 2007 წლიდან არსებობს. სურათში მოქმედება წინა საუკუნის 60-იან წლებში მიმდინარეობს. ფილმის მთავარი მომქმედი გმირები ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლები არიან.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანერგილი ტრადიციის მიხედვით, სერიალის გადამღები ჯგუფი სხვადასხვა ეპიზოდებში სათამაშოდ ცნობილ პიროვნებებს იწვევენ.

ორი კვირის წინ ამ სერიალში პოლ მაკარტნის უკანასკნელ ალბომში “Kisses on the Bottom” განთავსებული კომპოზიციები გამოიყენეს. მუსიკოსის დაპატიჟების იდეა ამის შემდეგ დაიბადა.