საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურამ მოიმატა (თუ ამას მომატება ჰქვია), თუმცა 16 თებერვლიდან ამინდი ისევ გაუარესდება. ესე იგი რთული მეტეოროლოგირუი პირობები კვლავაც გრძელდება. ამ დროს ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ სტიქიასთან საბრძოლველი სათანადო ტექნიკის ნაკლებობას განიცდიან. კიდევ კარგი ევროპული მეტეოკოშმარი საქართველოზეც არ გავრცელდა, თორემ მთავრობა სრულიად უძლური იქნებოდა, ხოლო მთელი ქვეყნის მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილი და სახლში გამოკეტილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სტიქიასთან სათანადოდ საბრძოლველად დამატებითი ტექნიკის შეძენის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილისგან საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებსა და გზებზე არსებული მდგომარეობისშესახებ ინფორმაცია მიიღო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოესი 2-3 დღეს სინოპტიკოსები უფრო დიდ ნალექს პროგნოზირებენ და შესაბამისმა სამსახურებმა 24-საათიანი რეჟიმით მუშაობა უნდა გააგრძელონ.მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა დამატებით ტექნიკას შეიძენს, რათა მომდევნო წლებში ზამთარს უფრო მომზადებული შეხვდეს.
მომავალ ზამთრამდე ჯერ მიმდინარეა გადასაგორებელი. მით უფრო, რომ გამოდარებამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი. 16 თებერვლიდან ამინდი ისევ გაუარესდება. მოთოვს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ საქართველოში კი ძლიერი ყინვები გაგრძელდება. ასე იქნება 20 თებერვლამდე, შემდეგკ ი ვინ იცის, იქნებ სტიქიამ პირი იბრუნოს ან პირიქით, გაძლიერდეს და ახალი ძალით შემოგვიტიოს.
“საკმაოდ მძიმე კვირა გვქონდა გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა -10 გრადუსზე დაეცა. განსაკუთრებით პრობლემები იყო კობი-გუდაურისა და ახალქალაქის მიმართულებით, თუმცა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საგზაო დეპარტამენტს ჯამში 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა.
ამასთან, ჩვენ მაგისტრალებზე დამატებით 501 ერთეული შესაბამისი სპეცტექნიკა დავამატეთ. გზის კობი-გუდაურის მონაკვეთი უკვე გახსნილია და იქ მოძრაობა აღდგენილია. მოძრაობა მხოლოდ მაშინ ფერხდებოდა, როცა სინოპტიკოსები ზვავსაშიშროების გამო იქ მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ”, - უპატაკა მინისტრმა ნიკოლაიშვილმა პრემიერს, მაგრამ ხომ ყველამ იცის მთავრობამ საგანგებო რეჟიმში მუშაობას ვერ გაუძლო.
ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, პრობლემების მოგვარების საკითხში ჩაერთო თბილისი მერიაც. მათი ზრუნვის საგანი ამჯერად უსახლკარო ადამიანებია. თბილისში უსახლკარო მოქალაქეებს ზამთრის ცივ დღეებში უფასო სასადილოებში დაბინავების შესახებ ინფორმირებას რაიონული გამგეობები უზრუნველყოფენ.
დედაქალაქის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, რაიონული გამგეობების წარმომადგენლები ყოველ დღე აწარმოებენ შემოვლას თავიანთ უბანში და ყველა უსახლკაროს სთავაზობენ უფასო სასადილოში გახსნილ თავშესაფარში გადაყვანას. მერიის შეთავაზებით ჯერჯერობით ხუთმა უსახლკარომ ისარგებლა.
ცნობისათვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ყინვების პერიოდში ქალაქის ყველა რაიონში მდებარე თითო უფასო სასადილოში გამოიყოფა ადგილი, სადაც უსახლკარო მოქალაქეები შეძლებენ ღამის გათევასა და ცხელი სადილის მიღებას.
823
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85