მაკარტნის წარმატებული დებიუტი

მაკარტნის წარმატებული დებიუტი

გუშინ გამოცემამ “Official Charts Company” წინა კვირის დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში საპატიო მესამე ადგილი სერ პოლ მაკარტნის ბოლო ნამუშევარმა “Kisses On The Bottom” დაიკავა.

საინტერესოა, რომ ეს ჩანაწერი ბოლო 15 წლის განმავლობაში “The Beatles”-ის წევრების ყველაზე წარმატებული ჩანაწერი აღმოჩნდა. 1997 წელს მაკარტნის ალბომმა “Flaming Pie” დიდ ბრიტანეთში მეორე ადგილი დაიკავა.

ზედიზედ მეორე კვირის განმავლობაში პირველ საფეხურზე მომღერალი ლანა დელ რეის ალბომი “Born To Die” იმყოფება, მეორე პოზიციაზე კი ბრიტანელი მავერიკ საბრეს სადებიუტო ალბომი “Lonely Are The Brave” განთავსდა.

სინგლების რეიტინგში პირველი Gotve-ს კომპოზიცია “Somebody That I Used To Know” აღმოჩნდა. მეორე ადგილზე დევიდ გეტას სინგლი “Titanium” მოხვდა, მესამე პოზიცია კი will.i.am-ის, მიკ ჯაგერისა და ჯენიფერ ლოპესის ერთობლივმა კომპოზიციამ “T.H.E.” დაიკავა.

საინტერესოა რომ მიკ ჯაგერი ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში 1985 წლის შემდეგ გამოჩნდა. მაშინ ჯაგერისა და დევიდ ბოუის ერთობლივმა კომპოზიციამ “Dancing In The Street” პირველი ადგილი დაიკავა.