შოტლანდიური გამოცემა “Daily Record”-ის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში ჯგუფი “Blur” ახალ სტუდიერ ალბომზე მუშაობას დაიწყებს.
გამოცემის ჟურნალისტი ჯგუფის გიტარისტ გრემ კოკსონს ესაუბრა. ჯერჯერობით უცნობია ამ ნამუშევრის სახელწოდება და გაყიდვაში გამოსვლის სავარაუდო თარიღი.
ჯგუფი “Blur” წინა საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს ჩამოყალიბდა. ის 2003 წლამდე არსებობდა. მისი ჯერჯერობით ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Think Tank” იმ წლის მაისში გამოვიდა. ამის შემდეგ ჯგუფი დროებით დაიშალა.
2009 წელს “Blur”-ის წევრები კვლავ გაერთიანდნენ და საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს.
გრემ კოკსონმა ჯგუფი 2002 წელს დატოვა და სოლო კარიერა წამოიწყო. მისი ბოლო ნამუშევარი “A+E” დღის სინათლეს მიმდინარე წლის აპრილში იხილავს. 2009 წელს კოკსონი “Blur”-ს დაუბრუნდა და მის ყველა მუსიკალურ პროექტში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.