გუშინ ლოს-ანჯელესში გაიმართა “გრემის” ნომინანტების 54-ე დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება. საღამოს მთავარი მომქმედი გმირი ბრიტანელი მომღერალი ადელი გახდა, რომელმაც ერთდროულად ექვს სხვადასხვა ნომინაციაში იმარჯვა.
ადელის კომპოზიცია “Rolling In The Deep” გასული წლის საუკეთესო სიმღერად და ჩანაწერად დასახელდა. ამ კომპოზიციამ წლის საუკეთესო ვიდეოკლიპისათვის განკუთვნილი ჯილდოც მიიღო. ადელი დასახელდა წლის მომღერლად, მისი სტუდიური ნამუშევარი “21” კი წლის საუკეთესო ალბომად. ბრიტანელის სიმღერა “Someone Like You” გასული წლის საუკეთესო სოლო კომპოზიციად აღიარეს.
2011 წლის საუკეთესო ახალბედა შემსრულებლად პროექტი “Bon Iver” დასახელდა.
“გრემის” საზეიმო ცერემონიალზე გამარჯვებულები 65 კატეგორიაში გამოავლინეს. გთავაზობთ განსაკუთრებით პრესტიჟულ ნომინაციებში წარმატებული მუსიკოს-შემსრულებლების ჩამონათვალს.
“საუკეთესო როკ შემსრულებელი” – Foo Fighters
“საუკეთესო ჰარდ/როკ შემსრულებელი” – Foo Fighters
“საუკეთესო როკ შესრულება” – Foo Fighters, “White Limo”
“საუკეთესო როკ კომპოზიცია” – Foo Fighters, “Walk”
“საუკეთესო როკ ალბომი” – Foo Fighters, “Wasting Light”
“საუკეთესო რეპ შესრულება” – კრის ბრაუნი, “F.A.M.E.”
“საუკეთესო რეპ ალბომი” – კენი უესტი, “My Beautiful Dark Twisted Fantasy”
“საუკეთესო ინსტრუმენტალური ალბომი” – Booker T. Jones “The Road From Memphis”
“საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი” – Skrillex “Scary Monsters And NIce Sprites”
“საუკეთესო დუეტი” – ტონი ბენეტი, ემი ვაინჰაუსი, “Body And Soul”
“საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი” – Bon Iver, “Bon Iver”
“საუკეთესო რეპ კომპოზიცია” – კენი უესტი, Jay-Z, “Otis”
“საუკეთესო ტრადიციული რეპ შესრულება” – სი ლო გრინი, მელანი ფიანა, “Fool For You”
“საუკეთესო ქანთრი კომპოზიცია” – ტეილორ სვიფტი, “Mean”
“საუკეთესო ქანთრი ალბომი” - Lady Antebellum, “Own The Night”