გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, “გრემის” ნომინანტების 54-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე დასასწრებად ჩასული სერ პოლ მაკარტნი ლოს-ანჯელესში განსაკუთრებით დააფასეს.
“Capitol Records”-ის ოფისის წინ მდებარე ჰოლივუდის დიდების გამზირზე მუსიკოსის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ ღონისძიებას მაკარტნი პირადად ესწრებოდა.
საინტერესოა, რომ სერ პოლი ლეგენდარული “The Beatles”-ის უკანასკნელი წევრი აღმოჩნდა რომელიც ჰოლივუდში დააფასეს. დიდების ხეივანში უკვე არსებობს ჯონ ლენონის, ჯორჯ ჰარისონის, რინგო სტარისა და თავად “The Beatles”-ის სახელობის ვარსკვლავები.
10 თებერვალს მაკარტნის ორგანიზაცია “MusiCares”-ს მთავარი ჯილდო გადაეცა, როგორც გასული წლის ყველაზე აქტიურ ქველმოქმედს.
გუშინ ბრიტანელმა მუსიკოსმა “გრემის” დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
მიმდინარე წლის ივნისში მაკარტნის დაბადებიდან 70 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაყიდვაში სპეციალური ალბომი გამოვა. ამ ნამუშევარში მაკარტნის პოპულარულ კომპოზიციებს შემდეგი მუსიკოს-შემსრულებლები შეასრულებენ: ბილი ჯოელი, ბრაიან უილსონი, ბი ბი კინგი, ვილ ნელსონი, სტივ მილერი, ჯეფ ლინი, ვანდა ჯექსონი, ელის კუპერი, რონი სპექტორი და ჯგუფები “Heart”, “Kiss” და “The Cure”.