ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, ვოკალისტმა დევიდ ბენუამ ცნობილი ჯგუფი “Yes” დატოვა. ამისი მიზეზი მუსიკოსის ავადმყოფობა გახდა.
დევიდ ბენუას ყელი აწუხებდა და ორი კვირის წინ ოპერაცია ჩაიტარა. ექიმებმა მომღერალს ერთი წლის განმავლობაში მუსიკალური კარიერის შეწყვეტა ურჩიეს.
მიმდინარე წლის აპრილში “Yes” მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება. ჯგუფი თავდაპირველად ახალ ზელანდიას ესტუმრება. შემდეგ კონცერტებს ავსტრალიაში, იაპონიაში, ინდონეზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩაატარებს.
ჯგუფის ამჟამინდელი ლიდერის, ბას-გიტარისტი კრის სკვაიერის განცხადებით, ბენუას ნაცვლად “Glass Hammer”-ის ვოკალისტი ჯონ დევისონი აიყვანეს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ჯგუფის დამაარსებელი ჯონ ანდერსონი უახლოეს მომავალში “Yes”-ში დაბრუნებას არ აპირებს. ანდერსონმა ჯგუფი 2004 წელს დატოვა და სოლო კარიერა წამოიწყო.