ორი მფლობელი

ორი მფლობელი

ბეთჰოვენის უმცროსი ძმა იოჰანი აფთიაქარი იყო. იგი სწრაფად გამდიდრდა ჯარის ნაწილებისათვის ხელსაყრელი მომარაგებით. შეიძინა მდიდარი მამული და მას შემდეგ დაიწყო ხელის მოწერა ასე:

“იოჰან ბეთჰოვენი, მამულის მფლობელი”.

სწორედ ასევე მოაწერა მან ხელი საახალწლო მისალოც ბარათს, რომელიც თავის ძმას გაუგზავნა.

ეს რომ წაიკითხა ცნობილმა კომპოზიტორმა, თავის მისალოც ბარათს ასე მიაწერა:

“ლიუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ჭკუის მფლობელი”.