საოცარია ის ფაქტი, რონ ცნობილი კომიკოსი ჩარლი ჩაპლინი ერთხელაც არ ყოფილა ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს - “ოსკარის” მფლობელი.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ჩაპლინი “ოსკარზე” სამჯერ გახლდათ წარდგენილი: 1927-28 წლებში, ფილმისთვის “ცირკი”, ორი ნომინაციით – “საუკეთესო მსახიობი” და “კომედიის საუკეთესო რეჟისორი”. ჟიურის წევრებმა მას მხოლოდ “მანუგეშებელი” პრიზი გადასცეს – “ჯილდო მრავალმხრივი ნიჭისათვის”.
ჩარლი ჩაპლინი 20-იანი წლების ჰოლივუდის ყველაზე პატივსაცემი მსახიობი და რეჟისორი იყო. მის აქტივში უკვე იმ დროს ისეთი აღიარებული შედევრები და კინოგაქირავების რეკორდსმენები შედიოდა, როგორიცაა “ოქროს ციებ-ცხელება”, “პარიზელი ქალი”, “მაწანწალა”, “ბედნიერი დღე” და “ბიჭუნა”.
ალბათ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ 1928-40-იან წლებში ჩაპლინის სახელი ერთხელაც არ მოუხსენებიათ ნომინანტთა შორის, თუმცა იმ დროისთვის მას თავისი ყველაზე ძლიერი ფილმები “დიდი ქალაქის ჩირაღდნები” და “ახალი დროება” უკვე გადაღებული ჰქონდა.