კარალეთის სკოლიდან საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია

კარალეთის სკოლიდან საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია

გორის ბავშვთა საავადმყოფო "იავნანაში" მოთავსებული მოსწავლეეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამმა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

კლინიკის ხელმძღვანელობის თქმით, სტაციონარს გვიან ღამემდე, სავარაუდოდ, დანარჩენი 7 მოზარდიც დატოვებს.

მკურნალი ექიმები ზუსტ დიაგნოზზე ვერაფერს ამბობენ, თუმცა კლინიკური ნიშნების მიხედვით საკვებისმიერი ინტოქსიკაციისა და წყლით მოწამვლის ვერსიას გამორიცხავენ.

კარალეთის სკოლაში მომხდარ ფაქტის მოკვლევას რამდენიმე უწყება ერთდროულად ატარებს. უცნობია შსს-ს გორის სამმართველოში დაწყებული გამოძიების ოფიციალური ვერსია.

სკოლის დირექტორი საზოგადოებას და მედიასაშუალებებს სთხოვს, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე თავი შეიკაონ სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება ცნობილი.

კარალეთის საჯარო სკოლიდან ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში დღეს კანკალის, თავბრუსხვევისა და შიშის შეგრძნების სიმპტომებით გადაიყვანეს.