აშშ-ში ჯეფრი ლი პირსი გაიხსენეს

აშშ-ში ჯეფრი ლი პირსი გაიხსენეს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი ამერიკული ჯგუფი “Blondie”-ეს ვოკალისტმა დები ჰარიმ და ჯგუფი “The Bad Seeds”-ის ლიდერმა ნიკ კეივმა ერთობლივი კომპოზიცია ჩაწერეს.

ეს სიმღერა განთავსდება ალბომში “The Jeffrey Lee Pierce Sessions Project – The Journey Is Long”. ეს ჩანაწერი ჯგუფი “The Gun Club”-ის დამაარსებლისა და ლიდერის ჯეფრი ლი პირსის ხსოვნას ეძღვნება.

კეივი-ჰარის დუეტმა კომპოზიცია “The Breaking Hands” შეასრულა. ეს სიმღერა “The Gun Club”-ის მიერ 1987 წელს ჩაწერილ ალბომში “Mother Juno” შედიოდა.

ახალი ალბომი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 9 აპრილს იხილავს.

ჯეფრი ლი პირსმა ჯგუფი “The Gun Club” წინა საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს ჩამოაყალიბა. მუსიკოსების სადებიუტო ნამუშევარი “Fire Of Love” 1981 წელს გამოვიდა.

ჯეფრი ლი პირსი 1996 წლის მარტში 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.