კანადური მუსიკალური გამოცემა “Exclaim”-ის ინფორმაციით, ჯგუფი “Blur”-ის ლიდერმა დეიმონ ალბარნმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ამ დისკის ჩაწერაში მუსიკოსს “Red Hot Chili Peppers”-ის ბას-გიტარისტი ფლი დაეხმარა.
ახალი სტუდიური ნაშრომის მომზადებაში ალბარნისა და ფლის გარდა აქტიურ მონაწილეობას მედოლე ტონი ალენიც ღებულობდა.
მუსიკოსებმა თავიანთ ახლადAჩამოყალ;იბებულ ჯგუფს “Rocketjuice and the Moon” უწოდეს. ალბომიც ამავე სახელწოდებას ატარებს.
ახალ დისკს ხმის ჩამწერი სტუდია “Honest Jon's Records” გამოსცემს. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის 12 ან 26 მარტს გამოვა.
ზემოთდასახელებული მუსიკოსების გარდა ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა ერიკ ბადუმ და ჯგუფმა “Hypnotic Brass Ensemble”-მაც მიიღეს. ნამუშევარში 18 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.