გუშინ ცნობილი ამერიკული ჯგუფი “The Beach Boys”-ის წევრებმა სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს, რომ გაერთიანების შემდეგ დიდ სცენაზე პირველად მიმდინარე წლის 12 თებერვალს გამოჩნდებიან. ამ დღეს ჯგუფი “გრემის” 54-ე საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.
ბრაიან უილსონი, მაიკ ლავი, ალან ჯარდინი, ბრიუს ჯონსონი და დევიდ მარქსი ერთად ორ ათეულ წელზე მეტია არ გამოსულან.
12 თებერვლის ღონისძიებისათვის “The Beach Boys”-ის წევრებმა ჯგუფებთან “Foster The People” და “Maroon 5”-თან ერთად ახალი კომპოზიცია ჩაწერეს.
გასულ წელს ჯგუფის დაარსებიდან 50 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით “The Beach Boys” კვლავ გაერთიანდა. მუსიკოსები მიმდინარე წელს მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან. ამ ღონისძიების პირველი კონცერტი 27 აპრილს, ქალაქ ახალ ორლეანშია დაგეგმილი.
“გრემის” ნომინანტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე “The Beach Boys”-ის გარდა შემდეგი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას: პოლ მაკარტნი, ბრიუს სპრინგსტინი, ადელი, კრის ბრაუნი, ლილ უეინი, დევიდ გეტა, ტონი ბენეტი, რიანა, ბრუნო მარსი, ნიკი მინაჟი, ტაილორ სვიფტი, “Coldplay”, “Deadmau 5” და “Foo Fighters”.