გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ჯგუფმა “Black Sabbath”-მა გაჯიუტებული ბილ უორდის ნაცვლად ახალი მედოლე აიყვანა. უორდს ოზი ოსბორნის ჯგუფის წევრი ტომი გლაფეროზი შეცვლის.
ორი დღის წინ “Black Sabbath”-ის მენეჯერმა შერონ ოსბორნმა უორდს მისი გაზრდილი ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე საბოლოო უარი შეუთვალა.
საინტერესოა რომ ამ კონფლიქტურ სიტუაციაში ჯგუფის ერთგულმა თაყვანისმცემლებმა “მეამბოხე” მედოლის მხარი დაიჭირეს. მათ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში უორდის მხარდასაჭერი კომპანია წამოიწყეს და მის ჯგუფში დაბრუნებას კატეგორიულად მოითხოვენ.
რამდენიმე დღის წინ ბილ უორდმა კოლეგებთან გაერთიანებაზე სასტიკი უარი განაცხადა.
მუსიკოსის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის არახელსაყრელი ფინანსური პირობები რომელიც მას ჯგუფში დაბრუნების სანაცვლოდ შესთავაზეს.
უორდის ინფორმაციით,გაერთიანებულ ჯგუფში გამოსვლისათვის მას ისეთი მცირე ანაზღაურება დაუნიშნეს რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მსოფლიო როკ-მუსიკის ვეტერანის მტკიცებით, ასეთი მცირე თანხის სანაცვლოდ სცენაზე დამწყები მუსიკოსებიც კი არ გამოდიან.