პრეზიდენტ მრჩეველის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში მიიღო წერილი იმის შესახებ რომ პრეზიდენტი ათონელზე არ გადავიდოდა.
„ჩნდება კითხვა დღეს ეს საკითხი რატომ გახდა კვლავ აქტუალური, მაშინ როდესაც ვიცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეზიდენცია იყო საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი, ანუ, მთავრობამ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ პრეზიდენტი აღნიშნულ რეზიდენციაში რჩებოდა და სწორედ ამიტომაც ათონელის რეზიდენცია შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავრობა ბევრად უფრო ადრ იყო ინფორმირებული პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, ამის დასტურია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი, რომელიც 2014 წლის ივლისშია გაგზავნილი მთავრობისთვის, იმის დასტურად რომ ნამდვილად, პრეზიდენტი აპირებდა ამ რეზიდენციაში დარჩენას“,-განაცხადა კოჟორიძემ
ამასთან, როგორც გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი აცხადებს, საკითხის კიდევ ერთხელ წამოჭრა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.
„ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ დღეს, ამ საკითხის კვლავ გააქტუალურება უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც ჰქვია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია და ვვარაუდობთ ასევე იმას, რომ ეს საკითხი აქტუალური საერთოდ არ გახდებოდა რომ პრეზიდენტს თავის დროზე ასეთი ხასიათი არ გამოევლინა“,-განაცხადა კოჟორიძემ
რაც შეეხება კითხვას, ვის სურს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, კოჯორიძე საზოგადოებას სთხოვს დასკვნების გაკეთებას.
„ამასთან დაკავშირებით გამიჭირდება საუბარი კონკრეტულად ვთქვა, რომ მთავრობის მიზანია პრეზიდენტის დისკრედიტაცია, მაგრამ ის ქმედებები, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს ეჭვს ბადებს, რომ პროცესები, ქმედებები, კონკრეტული ფაქტები ამ მიმართულებით მიდის. არის თუ არა ეს მიზანიმიმართული კამპანია, ამაზე ალბათ, ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი ცალსახა პასუხების გაცემა, დასკვნები გამოიტანოს საზოგადოებამ, რომელსაც მე ვფიქრობ, საკმარისი ინფორმაცია აქვს. ჩემთვის გასაოცარი იქნება, რომ რომელიმე უწყებამ დაგეგმოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გადატანა პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ სხვა შენობაში. ასეთი აბსურდი, რომ პრეზიდენტის პრაქტიკულად გამოსახლების საკითხი იდგეს სახელმწiფოს საკუთრებაში არსებული შენობიდან მე არ გამიგია“,-განაცხადა კოჟორიძემ