ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ლიტვის ელჩთან იონას პასლაუსკასთან,  საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იონას პასლაუსკასს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის - საქართველოსა და ლიტვას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.