დავით საყვარელიძემ უნდა თქვას ვინ შესთავაზა მას 10 მილიონი ყოველთვიურად, - ეს განცხადება უკრაინულ მედიასთან უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ვიქტორ ბალოგმა გააკეთა.
"თუ გენერალური პროკურორის მოადგილეს შესთავაზეს 10 მილიონი ყოველთვიურად, მაშინ სამართლიანი იქნება მან დაასახელოს ვინაობა და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. კორუფციას ყოველთვის აქვს კონკრეტული გვარები. მისი დამარცხება მხოლოდ ამ პირების გასაჯაროების შედეგად მოხდება. საჯაროობა არის საუკეთესო გზა ამისთვის. პირველი ნაბიჯი საყვარელიძემ უკვე გადადგა. თუმცა, თუ ის მეორე ნაბიჯსაც არ გადადგამს, მაშინ გამოდის რომ ეს ტყუილი იყო", - აღნიშნა ბალოგმა.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ანალოგიურ თანამდებობას იკავებდა, განაცხადა, რომ უკრაინაში მისი მოსყიდვა სცადეს.
"უკრაინაში ჩემი მოსყიდვა სცადეს - თვეში 10 მილიონი დოლარი შემომთავაზეს. მე უარი ვთქვი" - აღნიშნა მან ZN.ua-სთან ინტერვიუში.