რამდენად შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილსა და ალასანიას შორის ურთიერთობების დათბობა-დალაგება- ამ შეკითხავს ალასანიას თანაგუნდელი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში პასუხობს. დოლიძე ამბობს, რომ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და ყვლაფერს დრო გვიჩვენებს:
„არაფერს არ გამოვრიცხავ! პირდაპირ გეტყვით, რაც ჩვენსა და ბიძინას შორის ხდება ჩემთვის ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, არც ის არის სასიამოვნო, რომ კოალიცია დაიშალა და თავისუფალი დემოკარტები კოალიციიდან წამოვედით. ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიბრძოდით და არასოდეს მოვრიდებივართ იმის თქმას, რომ ბიძინა ივნიშვილისა და მისი ფაქტორის გარეშე 2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყანაში ამგვარი ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების ფონზე ჩვენ გადავაწყდით იმ უსამართლობას, რომლის წინააღმდეგაც სწორედ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიბრძოდით. ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია...თუმცა რა ვიცი რა გითხრათ, ცხოვრებაში მითუმეტეს პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს...“ განაცხადა დოლიძემ „ასავალ დასავალთან“ ინეტრვიუში.