პან გი მუნი უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერის მკვლელობების სასწრაფო გამოძიებას ითხოვს

პან გი მუნი უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერის მკვლელობების სასწრაფო გამოძიებას ითხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი, პან გი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეს ბუზინასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის , ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობების გამო. ამის შესახებ გაერო-ს პრესსამსახურში განაცხადეს.

პან გი მუნის თქმით, საჭიროა ორივე შემთხვევის სწრაფად გამოძიება, ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვა და დამნაშავეების დასჯა.

ჟურნალისტი ოლეს ბუზინა, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა, ორი დღის წინ მოკლეს. ოპოზიციონერი ოლეგ კალაშნიკოვი კი კიევში საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მკვლელობის ორივე შემთხვევა სავარაუდოდ ერთმანეთთან კავშირშია.