გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მეგობარი, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ხარძიანის მხრიდან წილების იძულებით დათმობის შედეგად მომღერალ ბუბა კიკაბიძის წილი კუს ტბის ტერიტორიაზე გაიზარდა
კორძაიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბესო ხარძიანთან დაკავშირებულ საქმეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და კონკრეტული გვარები დაასახელა.
„მინდა რამდენიმე გვარი ვთქვა და ძალიან მოკლედ მივყვე ბესო ხარძიანის დაპატიმრების ისტორიას, ვიდრე მას მოკლავდნენ. ლაშა ონიანი, რომელიც სოდ-ის ოპერი იყო, გოჩა ყიფიანი, ბექა მგალობლიშვილი - 16 თებერვალს ამ ადამიანებმა 3 სახეობის ნარკოტიკული ნივთიერება ძალით ჩატენეს ბესოს პირში. ბატონი ლაშა ონიანი დღემდე მუშაობს. ის დაწინაურებულიც იყო ერთი პერიოდი. ახლა არ ვიცი მისი პოზიცია. მე-7 სამმართველოს წარმომდაგენელი იყო ბატონი დავით მხეიძე, რომელმაც თავი გაითქვა, საზოგადოებას ეხსომება, როგორც პანჩურის ამომრტყმელი. მე რამდენადაც ვიცი ის ახლა არ მუშაობს, მაგრამ პასუხი არ უგია არც კორტების სპეცოპერაციის გამო და არც კონკრეტულად ბესო ხარძიანის საქმის შეთითხნისთვის. პროკურორი დაბვით მესტვირიშვილი, რომელიც დღესაც მუშაობს პროკურატურაში, მოსამართლე ნოზაძე, რომელმაც 8 წელი მიუსაჯა ბესო ხარძიანს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ნინო გვენეტაძისთვის ეს იქნება ძალიან სერიოზული ტესტი, რომ კონკრეტულად ამ ადამიანის საქმიანობა განიხილოს. დევი ჭელიძე, რომელიც ხარძიანის საქმის შეკერვაში მონაწილეობდა და როგორ მოახერხა მან საქმიდან გამოძრომა, ეს ლაშა ნაცვლიშვის უნდა ჰკითხოთ, რომლისგანაც ველოდები, რომ ისიც მიჩივლებს სასამართლოში, ასევე უდესიენისგან. გამომძიებელი იოსელიანი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელმაც თქვა, რომ მე სვანი კაცი ვარ, ამაზე ხელს ვერ მოვაწერ, დაწერა განცხადება და წამოვიდა. ის უნდა დაიკითხოს, თუ რატომ წამოვიდა და რას სთავაზობდნენ მას. ლევან ჭოლაძე, რომელიც უდესიანის გვერდით ზის იმ კადრებში, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა და მე თქვენ მოგეცით სხვა კადრები, რომლებსაც ალბათ, გაუშვებთ. იმ კადრებში არის ლევან ჭოლაძე, მე ამას ვამბობ პროკურატურის და სამართალდამცველების გასაგონად, რომელიც იმ პერიოდში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, რა ესაქმებოდა მოქმედ ჩინოვნიკს იქ, როდესაც წილების გაყოფაზე მიდიოდა საუბარი და ეს ადამიანი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა. მე ეს ვიცი ეკასგან და ბესოს შვილებისგნ, რომ შარვლით შევუშვებთ და კაბით გამოვუშვებთ ბესოსო, - ასეთი სიტყვებით ემუქრებოდნენ. ე.წ. ადვოკატი ალეკო სამხარაძე, რომელიც ერთი რეისით ჩამობრძანდა 2011 წლის 19 თებერვალს ბატონ უდესიანთან ერთად და ოჯახში მივიდა და შესთავაზა სიტუაციას დაგილაგებთო. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად ის რეგულარულად შედიოდა ბესოსთან და მონაწილეობდა როგორც წილების გადმოფორმების პროცესში, ასევე იქ მოგეხსენებათ, ბანქოს თამაშის ერთი ეპიზოდი იყო. მწამებლები - კორპუსის უფროსი მამუკა რაზმაძე არ არის არც დაკითხული და არც დაჭერილი. ყაველაშვილი ზის ციხეში, მისი დაკითხვა ალბათ, შეიძლება და ბუბა ბიძია, იგივე ბუბა კიკაბიძე, რომელსაც ერთი თეთრი არ ჩაუდია კუს ტბის განვითარებაში, ის ფლობდა მცირედ წილს და ალბათ საინტერესო იქნება თუ ჰკითხავთ მას რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი წილი მას შემდეგ, რაც ბესო ხარძიანმა წამების შედეგად დათმო თავისი წილი უდესიანის სასარგებლოდ. დიახ, გაიზარდა წილი“, - განაცხადა კორძაიამ.
მისივე თქმით, ბესო ხარძიანის საკითხი სამ ნაწილად არის გაყოფილი - ეს არის კონკრეტულად მისი მკვლელობა, თუ ვისი დავალებით მოხდა ეს, მისი ქონებრივი დავა ოჯახის სასარგებლოდ უნდა იქნას გადაწყვეტილი და მესამე - აუცილებლად უნდა გამოიძიონ ვინ აყოვნებდა ამ ქონებრივ დავებს.
„მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ჯანყარაშვილი და ეს იყო ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ადამიანები ხელს უშლიდნენ ბესო ხარძიანს და მის ოჯახს ქონების დაბრუნებაში“, - აღნიშნა კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხარძინი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან 28 მარტს მოკლეს.