უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საბოტაჟს ეწევა და ქვორუმის პრობლემაც სწორედ ამიტომ არის.
როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად მოქმედებს.
,,ისინი სხდომას ესწრებოდნენ, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარეს. სწორედ ამიტომ არის ქვორუმის პრობლემაც. ისინი პარლამენტში საბოტაჟს ეწევიან და პარლამენტის საქმიანობაში არ მონაწილეობენ. სწორედ ამიტომაა რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისში, პარლამენტის შენობაში არ მოდიან", -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
პარლამენტში პლენარული სხდომა დღეს ქვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა.