უკრაინაში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩასვლა კონფლიქტის აღმოფხვრას ხელს არ შეუწყობს

უკრაინაში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩასვლა კონფლიქტის აღმოფხვრას ხელს არ შეუწყობს

უკრაინაში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩასვლა კონფლიქტის აღმოფხვრას ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა .

"უკრაინაში ინსტრუქტორების ჩასვლა, სადაც შიდა კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია, ხელს არ შეუწყობს დაპირისპირების დასრულებას და საჭირო გარემოს შექმნას, პირიქით ეს ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნებს 173 ამერიკელი ინსტრუქტორი უზრუნველყოფს. სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში ბრიტანეთმაც გაგზავნა, ისინი მარტის შუა რიცხვებიდან უკრაინელ სამხედროებს ეხმარებიან. კვირის დასაწყისში კი უკრაინაში 200 სამხედრო ინსტრუქტორის გაგზავნის შესახებ კანადამაც განაცხადა.