პარლამენტის სხდომა კვორუმის გამო ვერ გაიხსნა

პარლამენტის სხდომა კვორუმის გამო ვერ გაიხსნა

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. სხდომის დაწყების წინ რეგისტრაცია მხოლოდ 70 დეპუტატმა გაირა. როგორც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, სხდომათა დარბაზში 80-მდე პარლამენტარი იმყოფება, მაგრამ "სხვა საკითხით არიან დაკავებულნი".

განმეორებითი რეგისტრაცია 15 წუთის შემდეგ ჩატარდა, თუმცა სხდომათა დარბაზში კიდევ უფრო ნაკლები - 67  დეპუტატი აღმოჩნდა.

დავით უსუფაშვილმა იმ დეპუტატების გვარებიც დაასახელა, რომლებიც პარლამენტში იმყოფებიან, მაგრამ რეგისტრაცია არ გაუვლიათ.

ამასთან, პარლამენტში ერთგვარ წესად იქცა, როცა პლენარული სხდომა დანიშნულ დროს არასდროს იწყება. მაგალითად, დღევანდელი სესია 12:00 საათისათვის იყო ჩანიშნული, თუმცა რეგისტრაცია 12:35 საათზე დაიწყო.