"...გასცეს კვალიფიციური პასუხები და არ იქნება სპექტაკლი"

მთავარი პრკურორის დაბარების საკითხს პარლამენტში გამოხმაურებები მოყვა. საპარლამენტო უმრავლესობა ბადაშვილის მისვილს საჭიროებას საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხედავს. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას მთავარ პროკურორთან კითხვები არ აქვს, თუმცა ისიც და მთავრობის წევრებიც პარლამენტში უნდა დადიოდნენ:

"არ მაქვს შეკითხვები მთავარ პროკურორთან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქმეებზე, რომელიც მიმდინარეობს დიდი შემხებლობა არ მაქვს. ამიტომ მე მოვიქცევი ისე, როგორც ჩვენი ფრაქცია მოიქცევა. მთავარი პროკურორიც და მთავრობის წევრებიც უნდა დადიოდნენ პარლამენტში. თუ პოლიტიკური მოტივით პროკურორის მოსვლაზე უნდა დაიდგას რაღაც სპექტაკლი, გასცეს კვალიფიციური პასუხები და არ იქნება სპექტაკლი" აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.