"ბადაშვილმა უნდა გასცეს პასუხი ვისი დავალებით წარმოებს პოლიტიკური დევნა"

„თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას, პარლამენტში მთავარი პროკურორის დაბარებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის აზრით, ბადაშვილმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, თუ ვისი დავალებით წარმოებს პოლიტიკური დევნა. "ბოლოს და ბოლოს ბადაშვილი უნდა მოვიდეს პარლამენტში და უნდა გაეცეს პასუხი კითხვებს, თუ როგორ, რა სახით, რატომ, ვისი დავალებით წარმოებს პოლიტიკური დევნა,"-განაცხადა რატიანმა