საჩხერის პოლიციის უფროსმა პოლიციის შენობა დაცხრილა - გამგებლის პირველი კომენტარი

საჩხერის პოლიციის უფროსმა პოლიციის შენობა დაცხრილა - გამგებლის პირველი კომენტარი

საჩხერის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ადასტურებს, რომ წუხელ საჩხერეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაზაძემ განუცხადა, ამ დროისათვის მიმდინარეობს მუშაობა მომხდართან დაკავშირებით.

გამგებლის თქმით, ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის შენობის მიმართულებით საჩხერის პოლიციის უფროსმა რეზო კობახიძემ ისროლა.

"მაქვს ზოგადი ინფორმაცია, რომ სროლის ხმა
იყო. მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე ვერაფერს დავადასტურებ", - განაცხადა მალხაზ ბაზაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჩხერეში მომხდარი ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გავრცელებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, რის შემდეგაც შსს შეძლებს კომენტარის გაკეთებს.