დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავალო გზის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს

დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავალო გზის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზის და ბორდიურების შეკეთება  დაიწყო. დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიურების მოხსნა ამ ეტაპზე, 2500 კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 60 000 ლარია, სამუშაოებს შპს „დრო“ აწარმოებს. დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დღეს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ამ თვის ბოლოს დასრულდება“, -განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.