რატომ არ გადაიცემა მეორე არხზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

რატომ არ გადაიცემა მეორე არხზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი დაინტერესდა, რატომ არ გადაიცემა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა მეორე არხის პირდაპირ ეთერში.

როგორც ჩიქოვანმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, საკომიტეტო მოსმენა პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტექნიკურ ჯგუფს მოუწოდა, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნეს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს მოუსმენენ. თავდაცვის მინისტრის მოსმენა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში მესამე საკითხად არის შეტანილი.

სხდომას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მისი მოადგილე გოჩა რატიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.