ახალგაზრდა

ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატების" აქცია დასრულდა

ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატებმა" აქცია პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაასრულეს. "თავისუფალი დემოკრატები" თავდაცვის მინისტრ, მინდია ჯანელიძეს ელოდებოდნენ, რათა პარლამენტში აქციის ფონზე შეეცილებინათ, თუმცა მინდია ჯანელიძე აქციის მსვლელობის განმავლობაში ჭიჭინაძის ქუჩაზე არ გამოჩენილა და პარლამენტში არ შესულა. როგორც აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციის დასრულებისას განაცხადეს, ისინი ვარაუდობენ, რომ მინდია ჯანელიძე პარლამენტში სხვა გასასვლელიდან შეაპარეს, შესაბამისად მათ აქციის გამართვას არსებითი მნიშვნელობა აღარ ქონდა.

ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტის მიმდებარე ჭიჭინაძის ქუჩაზე დღეს აქციას დილიდან მართავენ. აქცია სახელწოდებით "ქოლგით ქვეყანას ვერ დაიცავს" მონაწილეები აქციაზე ქოლგებით იყვნენ მისულები, რაც, მათი თქმით, სიმბოლურ ხასიათს ატარებს და იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველოს სჭირდება რეალური თავდაცვითი მექანიზმი.