National Geographic Travel-მა საქართველო ტურისტული მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე საინტერესო 50 ქვეყნის სიაში შეიყვანა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია.
მისივე შეფასებით, ეს ფაქტი საქართველოს ტურიზმის განვითარების კუთხით დაეხმარება.
"სასიხარულო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. National Geographic Travel-მა საქართველო შეიყვანა მსოფლიოს 50 ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში, რის შესახებაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან დაეხმარება საქართველოს ტურიზმის განვითარების კუთხით და საერთაშორისო ტურისტული იმიჯის დამკვიდრებისთვის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.