გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს ერთჯერადად 500 ლარის დახმარება გაეწევათ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომიდან გამოსულმა ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის თაობაზე განკარგულებაში ცვლილება შევიდა. ამ ცვლილების შედეგად მისი სამსახური გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახს ერთჯერადად 500 ლარით დაეხმარება.
"თვითმმართველობა აფინანსებს ვეტერანების დაკრძალვის ხარჯებს, ამ ცვლილებით კი თუ გარდაიცვლება ვეტერანი ჩვენი სამსახური ოჯახსაც დაეხმარება ერთჯერადად 500 ლარით", - განაცხადა შიხიაშვილმა.