ირაკლი სესიაშვილი:   თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ძირითადი ნაწილი მედიისთვის ღია იქნება

ირაკლი სესიაშვილი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ძირითადი ნაწილი მედიისთვის ღია იქნება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის ძირითადი ნაწილი, სადაც თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს მოუსმენენ, მედიისთვის ღია იქნება. თუმცა, თუკი მინისტრთან დაისმევა კითხვები, რაც საიდუმლოს შეიცავს, სხდომა შესაძლოა დაიხუროს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მინდია ჯანელიძესთან ერთად დღეს პარლამენტში გენერალური შტაბის წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დაამკვიდრა ტრადიცია, როცა მინისტრები მოდიან პარლამენტში და დეპუტატებს ანგარიშს აბარებენ, რაც, წინა ხელისუფლების დროს არ ხდებოდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 13.00 საათზე დაიწყება. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დაგეგმილია ნდობის ჯგუფის შეხვედრა, სადაც ნდობის ჯგუფის წევრები მინისტრთან ერთად საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.