ბირთვულ წყალქვეშა ნავზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბირთვულ წყალქვეშა ნავზე ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსეთის ჩრდილოეთით არხანგელსკის რეგიონში ბირთვულ წყალქვეშა ნავ "არიოლზე" ხანძრის ჩაქრობა გვიან ღამით შეძლეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

ხანძრის გაჩენის დროს ნავი ნავსაშენში იყო გაჩერებული და მისი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ნავსაშენის პრესსპიკერის, ევგენი გლადიშევის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი შედუღებითი სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა. 

"ინტერფაქსის" ცნობით, წყალქვეშა ნავის ბორტზე იარაღი და საწვავი არ იყო. ყველა ადამიანმა, რომელიც ხანძრის გაჩენის დროს ნავზე იმყოფებოდა, დაუყოვნებლივ დატოვა ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.