საფრანგეთის საჰაერო კონტროლის სამსახურის თანამშრომლები 48-საათიან გაფიცვას იწყებენ

საფრანგეთის საჰაერო კონტროლის სამსახურის თანამშრომლები 48-საათიან გაფიცვას იწყებენ

საფრანგეთის საჰაერო კონტროლის სამსახურის თანამშრომლები დღეიდან 48-საათიან გაფიცვას იწყებენ. "ბიბისის" ცნობით, ისინი პენსიაზე გასვლის ასაკის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. მასობრივი გაფიცვა, რომელიც ამ სფეროში ყველაზე დიდი პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული, შესაძლოა, საჰაერო მიმოსვლის სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს. 

საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ავიაკომპანიებს მოუწოდებს გააუქმონ საერთაშორისო რეისების ნაწილი ორი დღით. როგორც "ეარ ფრანსში" აცხადებენ, ძირითადად გაუქმება ახლო მანძილზე ფრენებს შეეხება, კონტინენტთაშორისი რეისები კი უცვლელი დარჩება.