საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესამე ვაჟის მამა გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის მესამე შვილი ღამის 12-ის ნახევარზე დაიბადა და მას გაბრიელი დაარქვეს.
დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.