მამუკა ხაზარაძე - სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანი ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობს

მამუკა ხაზარაძე - სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანი ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობს

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის,  მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანი ქვეყანაში თავს ვერ გრძნობს დაცულად. 

როგორც მამუკა ხაზარაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა, ის ფონი, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, მიუღებელია. 

"დღეს კანონმდებლობა არ იცავს ადამიანს ცრუ ბრალდებებისგან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ვთხოვო დეპუტატებს, გადახედონ კანონმდებლობას. არ შეიძლება, ერთი წელი სასამართლოში ამტკიცო ის, რაც არ გაგიკეთებია. შემდეგ მოიგო სასამართლო და იმ სუბიექტმა, რომელმაც წააგო, გააგრძელოს კვლავ აღვირახსნილი კამპანია. "ბორჯომის" კომპნიიდან დიდი ხსნი წინ გამოვედი. ჩემი გზა არის სასამართლოს გზა. არავის ბიზნესზე ზეწოლა არ მომიხდენია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით  უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას არ აპირებს. "ტელევიზიით რომ მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მთლად ვერ ვართ კარგ მდგომარეობაში. ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე და არანაირი ზომების მიღებას არ ვაპირებ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ბიზმესმენმა  ისაუბრა პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეზეც და აღნიშნა, რომ მის ლიკვიდაციას არ ისურვებდა.