არხანგელსკში ბირთვულ წყალქვეშა ნავს ცეცხლი გაუჩნდა

არხანგელსკში ბირთვულ წყალქვეშა ნავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის ჩრდილოეთით, არხანგელსკის ოლქში ბირთვულ წყალქვეშა ნავს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზებიც.

"ინტერფაქსის" ცნობით, წყალქვეშა ნავის ბორტზე იარაღი არ იყო. ამას გარდა, "იტარ-ტასის" ინფორმაციით, წყალქვეშა ნავის ბირთვული რეაქტორი ხანძრის გამო დაიხურა. ცნობილია, რომ წყალქვეშა ნავზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.