საქართველოს პრეზიდენტმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

ვაზისუბნის დასახლებაში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,  მოკლული პოლიციელის,  ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა:

" მივუსამძიმრე ბექა მარგიშვილის ოჯახს, ვუსამძიმრებ მის ახლობლებს,  ყველა პოლიციელს,  საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დამცველი. პოლიცია ჩვენ  და საზოგადოებას გვიცავს. მას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა იმისთვის,  რომ ვიცხოვროთ დაცულ სახელმწიფოში."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა .