ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამოძიებისთვის სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელშესახები მტკიცებულებები არსებობდეს.
"გამოძიებას უნდა მივცეთ დრო. პროკურატურამ, შს სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს, რომ არსებობდეს ხელშესახები მტკიცებულებები. ახლა უკვე ჩვენ ერთადერთი ვალდებულება გვაქვს - სიმშვიდე და მოლოდინი, რომ ხელი მივაწვდინოთ იმას, ვინც ეს საძაგლობა ჩაიდინა", - განაცხადა წულუკიანმა.